ავტორიზაცია

პოგბა: "ტიტულები მინდა, მანჩესტერს კი არც ამ და არც გასულ წლებში არაფერი მოუგია"

პოგბა: "ტიტულები მინდა, მანჩესტერს კი არც ამ და არც გასულ წლებში არაფერი მოუგია"
თარიღი 27 Mar 2022, 19:03

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ მანიკუნიანელთა სირთულეებსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, მქონდა რთული პერიოდები, განსაკუთრებით "იუნაიტედში" ასპარეზობის დროს. როცა არ ვთამაშობ ან როცა შედეგი არ არის, ნაკრებში მოსვლა იმპულსს მძენს".

"რთულია სეზონის შეფასება, რადგან ბევრი რამ მოხდა, მწვრთნელის შეცვლიდან დაწყებული ჩემი ტრავმით დამთავრებული. ტიტულისთვის აღარ ვიბრძვით, ამიტომაც ნეიტრალურად შევაფასებ".

"ტიტულების მოგება მინდა, მინდა რაღაცისთვის ვითამაშო. არაფერი მოგვიგია, არც ამ და არც წინა წლებში. აი, რა არის სამწუხარო".

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერია გადაწყვეტილი. შემიძლია გადაწყვეტილება ხვალ მივიღო ან სატრანსფერო ფანჯრის დროს. მსურს ბოლომდე გამოვჯანმრთელდე და სეზონი კარგად ჩავამთავრო", - ციტირებს პოგბას სიტყვებს GFFN-ი.

შეგახსენებთ, 29 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბიდან უფასოდ წავა.