"მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ", - ლაპორტამ კუმანის გათავისუფლების მიზეზები განმარტა
"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რონალდ კუმანის გათავისუფლებას არ ნანობს.
"კუმანს ვესაუბრე. მკითხა, იყო თუ არა ჩემთვის შესაფერისი მწვრთნელი. ძალიან მკაფიოდ ვუპასუხე, რომ არა".
"გადავწყვიტეთ მისთვის შანსი მიგვეცა. გუნდს პრობლემები არ ელეოდა - ბევრი ტრავმა, მოტივაციის დაქვეითება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კუმანისთვის მეორე შანსის მიცემა გადავწყვიტეთ".
"მაგრამ რაღაც მომენტში დავინახე, არასწორი გზა ჰქონდა არჩეული და "ბარსას" საქმე კარგად არ მისდიოდა. ამიტომაც ხავის ვკითხე, მზად იყო თუ არა, რომ გუნდში სასწრაფოდ მოსულიყო. მისგან დადებითი პასუხი მივიღე და მოვიდა".
"კუმანის გათავისუფლებას არ ვნანობ, ყოველთვის ყველაფერს "ბარსას" ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ. მხოლოდ მაშინ ვნანობ, როცა სინდისის მიხედვით არ ვიქცევი. ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა, ამიტომაც არ ვნანობ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.