ავტორიზაცია

"ალბათ, გერმანიის ნაკრების სტილი უფრო შემეფერება, ვიდრე ჩელსის", - ვერნერმა მიზეზიც განმარტა

"ალბათ, გერმანიის ნაკრების სტილი უფრო შემეფერება, ვიდრე ჩელსის", - ვერნერმა მიზეზიც განმარტა
თარიღი 28 მარ 2022, 11:42

ტიმო ვერნერის აზრით, მას გერმანიის ნაკრების სათამაშო სტილი უფრო შეეფერება, ვიდრე "ჩელსის".

ლონდონური კლუბის თავდამსხმელმა "ბუნდესთიმის" მაისურით ისრაელთან (2:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში მეტოქის კარის აღება მოახერხა.

"თავდამსხმელი ვარ და ყოველთვის მინდა გოლის გატანა. "ჩელსიში" საქმე ისე არ მიმდის, როგორც ვისურვებდი. მით უკეთესი, რომ ფლიკის ხელმძღვანელობით ნაკრებში ყველაფერი კარგად მიდის".

"ფეხბურთის თამაში ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, სად ვთამაშობ. "ჩელსისა" და გერმანიის ნაკრების სათამაშო სტილები ერთმანეთისგან განსხვავდება".

"ალბათ, ნაკრების სტილი უფრო შემეფერება. აქ საგოლე მომენტები ყოველთვის მაქვს, გატანა შემიძლია. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 26 წლის გერმანელმა ფორვარდმა "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.