ავტორიზაცია

"უღიმღამო ნაკრები გვყავს, სერია ა კი საშინელი ჩემპიონატია", - კასანომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა

"უღიმღამო ნაკრები გვყავს, სერია ა კი საშინელი ჩემპიონატია", - კასანომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა
თარიღი 28 მარ 2022, 12:33

ანტონიო კასანომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა.

"მანჩინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ პატივს ვცემ იმის გამო, რასაც აკეთებს. სულელებმა უკვე დაიწყეს სახელების ყვირილი (მის შემცვლელად)".

"ამ სულელებმა უნდა გაიგონ, რომ იტალიას უღიმღამო გუნდი ჰყავს. რამდენჯერ ვთქვი ეს ბოლო წლებში? იმობილეს იტალიის ჩემპიონატში 180 გოლი აქვს გატანილი, ნაკრებში კი ბურთის მიღებას ვერ ახერხებს".

"მანჩინიმ ზაფხულში სასწაული მოახდინა და უნდა გაუშვან? ყველა ეს ჟურნალისტი და ყოფილი ფეხბურთელი უნდა გაათავისუფლონ, რომლებიც ახლა ტელეექსპერტად მუშაობენ".

"სერია ა საშინელებაა. სამ მატჩში გაიტან და უმალვე ნაკრებში ხვდები. იმობილესთან პრობლემა არ მაქვს, უნდა დავიცვათ, მაგრამ ვითარების გაცნობიერებაა საჭირო. ნაკრებში მატჩის ბედი არასოდეს გადაუწყვიტავს და მანჩინის რაში ადანაშაულებენ?", - ციტირებს "სკუადრა აძურას" ყოფილი ფეხბურთელის სიტყვებს Area Napoli.