ავტორიზაცია

"მოთამაშეები და მწვრთნელი ნაკლებად არიან დამნაშავენი", - საკიმ იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა გაამხილა

"მოთამაშეები და მწვრთნელი ნაკლებად არიან დამნაშავენი", - საკიმ იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა გაამხილა
თარიღი 27 Mar 2022, 14:38

ლეგენდარულმა არიგო საკიმ იტალიის ეროვნული ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენაზე განცხადება გააკეთა.

"გრავინა (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) კომპეტენტური მეთაურია, სიტუაცია ცივი გონებით უნდა გაანალიზოს და ემოციებით არ იხელმძღვანელოს. ვიმედოვნებ, უბრალოდ მწვრთნელის გათავისუფლებით არ აპირებს ყველაფრის მოგვარებას".

"პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია, ბევრად უფრო სერიოზული. იტალიური ფეხბურთი კულტურულ ჩამორჩენას განიცდის, ახალი იდეები არ არის. სხვა ქვეყნები ვითარდებიან, ჩვენ კი 60 წლით უკან ვართ".

"ამას გარკვევით ვამბობ: აღნიშნულ ვითარებაში ფეხბურთელები და მწვრთნელი ნაკლებად არიან დამნაშავენი. ეს ინსტიტუციური პრობლემაა", - ციტირებს "მილანის" ექს-მწვრთნელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.