ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ფავორიტი გამოკვეთილია

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ფავორიტი გამოკვეთილია
თარიღი 28 მარ 2022, 12:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი "აიაქსის" დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგია.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, მანიკუნიანელებს სურთ, რომ მომავალმა მწვრთნელმა გუნდს სათამაშო იდენტობა შესძინოს, ამიტომაც უპირატესობა 52 წლის ჰოლანდიელს ენიჭება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელთა თავკაცმა გასაუბრების დროს "ემიუს" ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინა.

მოგეხსენებათ, "ეშმაკუნები" კიდევ სამ კანდიდატურას განიხილავენ, ესენია: მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ"), ხულენ ლოპეტეგი ("სევილია") და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები).

ტენ ჰაგი "აიაქსს" სათავეში 2017 წლის დეკემბრიდან უდგას და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.