"ბაიერნში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა", - კაფუმ ლევანდოვსკის მომავალზე რჩევა მისცა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, კაფუმ "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენში დარჩენა ურჩია.
"შესანიშნავ გუნდში ასპარეზობს და მის რიგებში კარგად თამაშობს, რატომ უნდა წავიდეს? ამ გუნდში თამაში დაეხმარა მას იმაში, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო".
"ესმის, როგორ მუშაობს ფეხბურთი, მატჩების ბედს წყვეტს. წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რითაც გასული წლის მიღწევები დაამტკიცა".
"ლევანდოვსკი ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ცხადია", - ციტირებს კაფუს სიტყვებს Goal.com-ი.
33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ჯერ არ უცდია, რის გამოც იმედგაცრუებულია და წასვლის ვარიანტს არ გამორიცხავს.