ავტორიზაცია

ფაბრეგასი მესისა და ნეიმარის მიმართ პსჟ-ს გულშემატკივრების სტვენას გამოეხმაურა

ფაბრეგასი მესისა და ნეიმარის მიმართ პსჟ-ს გულშემატკივრების სტვენას გამოეხმაურა
თარიღი 28 მარ 2022, 14:11

"მონაკოს" ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმართ "პსჟ"-ს გულშემატკივრების სტვენაზე განცხადება გააკეთა.

"ლეოს შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - ჩემთვის ის საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. მისი შესრულებით გამორჩეული რაღაცები მინახავს".

"კამპ ნოუზე" მეც მისტვინეს. მესმის, რაც მოხდა "პსჟ"-ში, - გულშემატკივრებს ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენა სურთ".

"ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახე, როცა ნეიმარს ბურთის დაკარგვისას დასცინოდნენ ან შეხებისას უსტვენდნენ, - ძალიან ულამაზოა".

"გულშემატკივრები სტვენას იმით ამართლებენ, რომ მოთამაშეებს ბევრს უხდიან. "რეალთან" დამარცხდნენ, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელებს არ სურდათ გამარჯვება? ეს არის ყველაზე მთავარი".

"ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც კლუბში ახლახანს გადავიდა. "პსჟ"-ს ასეთი ფეხბურთელი არასოდეს ჰყოლია. უმჯობესია მადლიერი იყო, ზეწოლა კი არ მოახდინო, მხარი დაუჭირო. ამ ან მომდევნო სეზონში ეს ბიჭები ლამაზ მომენტებს გვაჩუქებენ", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Marca.