ესპანელი ადვოკატი: "ფსონს ვდებ, რომ პერესმა მბაპესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, იგივე ეხება ჰოლანდსაც"
ვისენტე მონტესის აზრით, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს.
მონტესი არის ესპანელი ადვოკატი, რომელიც 2000 წელს ლუიშ ფიგუს "ბარსელონადან" "სამეფო კლუბში" განხორციელებულ ტრანსფერში იღებდა მონაწილეობას.
"ფსონს ვდებ, რომ ფლორენტინო პერესს მბაპესთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს".
"ვფიქრობ, იგივე ეხება ერლინგ ჰოლანდსაც, ფლორენტინო მასაც დაიმატებს".
"ვიცი, ჰარი კეინის თაობაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" "ცხრიანის" შეძენა უნდა. ფინანსურად ისინი ამ ბრძოლაში "რეალზე" უფრო უკეთესად გამოიყურებიან", - ციტირებს მონტესის სიტყვებს Marca.