მატუიდი: "მბაპესა და ბენზემას დუეტი ორ დიდებულ ბრაზილიურ ტანდემს მაგონებს"
საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილმა, ამჟამად კი "ინტერ მაიამის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს დუეტი რივალდო - რონალდოს ტანდემს შეადარა.
"ვნახე, როგორ გამოიძახეს ძალიან ახალგაზრდა მბაპე ნაკრებში. უკვე ისეთ ტალანტს, ისეთ არაჩვეულებრივ შრომისუნარიანობას ფლობდა, რომ წარმოვიდგინე, როგორ გახდებოდა პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი".
"მაგრამ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ განვითარდებოდა. 23 წლის ასაკში განსაკუთრებული მიღწევები აქვს. წინ კიდევ ბევრია - წარმოუდგენლად ისწრაფვის ინდივიდუალური და გუნდური ტიტულებისკენ".
"მისი და კარიმ ბენზემას დუეტს ანალოგი პრაქტიკულად არ ჰყავს. საფრანგეთს ძალიან გაუმართლა. ბრაზილიის დიდებული გუნდები მახსენდება, რომარიო - ბებეტოსთან და რონალდო - რივალდოსთან ერთად", - ციტირებს მატუიდის სიტყვებს Le Parisien-ი.