ავტორიზაცია

მატუიდი: "მიკვირს, რომ დიბალა მიდის, იუვენტუსს მისი კალიბრის ფეხბურთელის პოვნა გაუჭირდება"

მატუიდი: "მიკვირს, რომ დიბალა მიდის, იუვენტუსს მისი კალიბრის ფეხბურთელის პოვნა გაუჭირდება"
თარიღი 24 მარ 2022, 12:48

"იუვენტუსის" ყოფილმა, ამჟამად კი "ინტერ მაიამის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ ტურინული გრანდიდან თავდამსხმელ პაულო დიბალას წასვლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, აქამდე, "ბებერი ქალბატონის" დირექტორმა, მაურისიო არივაბენემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არგენტინელი სუპერვარსკვლავი კლუბს დატოვებს.

"პაულოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახალი ამბები გავიგე, მაგრამ მასთან ჯერ კიდევ არ მისაუბრია", - ციტირებს 34 წლის ფრანგის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

"შესანიშნავი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. მიკვირს, რომ მიდის, მისი შეცვლა და მისი კალიბრის სხვა ფეხბურთელის მოძებნა რთული იქნება".

"წლების მანძილზე ექსტრაორდინალურ რაღაცებს აკეთებდა და დარწმუნებული ვარ, იპოვის კლუბს, რომელიც მას განვითარებისა და გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. ამასთან შეგუება ძნელია, მაგრამ გვერდის გადაფურცვლისთვის საჭირო ძალას უნდა ფლობდე", - დასძინა მატუიდიმ.