ავტორიზაცია

"საქართველოს ნაკრები ესპანეთზე ბევრად სუსტი არ არის", - ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი

"საქართველოს ნაკრები ესპანეთზე ბევრად სუსტი არ არის", - ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი
თარიღი 28 მარ 2022, 18:32

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედოარდო რეიამ საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა: "საქართველო ესპანეთის ნაკრებისგან განსხვავებულია.

ქართველი ფეხბურთელები თავს კარგად იცავენ. ბევრს დარბიან და მათი კონტრშეტევები სახიფათოა. მოწინააღმდეგეს ძლიერი გუნდი ჰყავს, ბოსნია ჰყავთ დამარცხებული.

მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვიასპარეზოთ, მინდორზე ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს არის ალბანეთის მიზანი და ამოცანა.

ასევე, მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეცდომა დავუშვათ. ბიჭებმა იციან, როგორ უნდა ითამაშონ. "ჯვაროსნები" "ფურია როხასგან" განსხვავებული გუნდია, მაგრამ ბევრად სუსტი ნამდვილად არაა", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები "არწივებს" ამხანაგურად დაუპირისპირდება სამშაბათს, 29 მარტს, ჩვენი დროით 20:00 საათზე. აქვე დავამატებთ, პირველ მატჩში ვილი სანიოლის გუნდმა ბოსნია დაამარცხა.