VIDEO: ქართული ფესვების მქონე ბარსელონას 16 წლის მეკარე, რომელმაც უკვე მთავარ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა
აარონ იაკობიშვილი - "ბარსელონას" აკადემიის 16 წლის მეკარე, რომელმაც თავისი უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა მთავარ გუნდთან ერთად, ხავი ერნანდესის ხელმძღვანელობით.
Sport.es-ი ქართველი გოლკიპერის შესახებ წერს შემდეგს - "იაკობიშვილი მოედანზე გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გარდაიქმნება, შესანიშნავად თამაშობს ფეხით.
ბარსელონას მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში კი მისთვის ჯილდოა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი", - წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა კატალონიელთა კარის დარაჯის შესახებ.
ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ 16 წლის მეკარის მომენტები მიმდინარე წლის თებერვალში გამართული შეხვედრებიდან. იმედია, იაკობაშვილს "ბლაუგრანას" მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც ვიხილავთ.