ავტორიზაცია

რონალდუ: "ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთულესი მატჩი გველის"

რონალდუ: "ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთულესი მატჩი გველის"
თარიღი 29 მარ 2022, 14:26

კრიშტიანუ რონალდუ ჩრდილოეთ მაკედონიას იოლი მეტოქე არ მიიჩნევს. დღეს პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ჩვენ გვაქვს მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ პორტუგალიისთვის ეს უფრო ადვილი იქნება. ჩემი აზრით, ძალიან რთული მატჩი გველის.

თუ ჩრდილოეთ მაკედონია უკვე აქ არის, მაშინ ისინი ამას იმსახურებენ, თუმცა, მჯერა, რომ თუ სტადიონის სრული მხარდაჭერით გამოვავლენთ ჩვენს საუკეთესო დონეს, როგორც ადრე ვთქვი, თუ აქ დრაგაუზე გავანათებთ, ვფიქრობ, დადებით შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ უფრო ადრეულ სტადიაზე ბრძოლას გამოთიშა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონიამ კი ყველასთვის მოულოდნელად ევროპის ჩემპიონი იტალია.