ავტორიზაცია

კრიშტიანუ: "არამგონია, ჩრდილოეთ მაკედონიამ რამით გაგვაკვირვოს, მუნდიალი პორტუგალიის გარეშე წარმოუდგენელია"

კრიშტიანუ: "არამგონია, ჩრდილოეთ მაკედონიამ რამით გაგვაკვირვოს, მუნდიალი პორტუგალიის გარეშე წარმოუდგენელია"
თარიღი 29 მარ 2022, 21:37

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო ვერ მოხვედრაზე ისაუბრა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს ჰკითხეს, რას ფიქრობს ის იმაზე, რომ შესაძლოა ტურნირზე ვერ მოხვდეს.

„მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის გარეშე წარმოუდგენელია. ამ საკითხში არანაირი ინდივიდუალურობა არ არსებობს.

იტალიის გავარდნით გაკვირვებულები ვართ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ბევრ მატჩში შეძლო ხალხის გაოცება, თუმცა არამგონია, რომ ჩვენც გაგვაკვირვოს.

ვიცით, რომ თუ მოვიგებთ, ტურნირზე მოვხვდებით, ხოლო თუ ვერა - თამაშგარეში დავრჩებით.

ჩვენზე პასუხისმგებლობა დევს და დადებითი განწყობით ვართ. ვხედავ, რომ ყველა მზად არის და გვინდა, მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.