"ძალიან კარგი იყო და ამავდროულად, გამაღიზიანებელი", - რუნი რონალდუს შესახებ
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ "ეშმაკუნების" რიგებში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
მოგეხსენებათ, 36 წლის ინგლისელი კარიერის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გახდა და ამჟამად "დერბი ქაუნთის" უდგას სათავეში.
"კრიშტიანუ ძალიან კარგი იყო და ამავდროულად, ძალიან გამაღიზიანებელი", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს The Sun-ი.
"ახლა, ალბათ, ისეთი კარგი აღარ არის, მაგრამ კვლავ ისეთი გამაღიზიანებელია, როგორც ჩანს", - დასძინა ხუმრობით უეინმა.
ცნობისთვის, რონალდუ და რუნი "ემიუში" ერთად 2004 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდნენ.
37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედში" 12-წლიანი პაუზის შემდეგ გასულ ზაფხულს დაბრუნდა.