ავტორიზაცია

ტჩუამენის ხელში ჩაგდება 5 ევროპულ ტოპ კლუბს სურს, მათ შორისაა რეალიც — GOAL.COM

ტჩუამენის ხელში ჩაგდება 5 ევროპულ ტოპ კლუბს სურს, მათ შორისაა რეალიც — GOAL.COM
თარიღი 30 Mar 2022, 12:59

"მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენისთვის ერთდროულად რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბი იბრძვის.

ასე და ამგვარად, 22 წლის ფეხბურთელით 5 გუნდია დაინტერესებული, მათ შორისაა "რეალიც".

მიუხედავად ამისა, როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, ახალგაზრდა შუახაზელი და მადრიდული გრანდი ჯერ არ შეთანხმებულან.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლანკოსს" საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, გააკეთებს თუ არა ტჩუამენის ტრანსფერზე წინადადებას, რადგან პრიორიტეტი კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდის ("რეალი") ყიდვაა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფრანგს "მონაკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ტჩუამენიმ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.