ავტორიზაცია

რუნი: "იმედი მაქვს, რეშფორდი უკანალიდან თავს გამოიძვრენს და ჩემს რეკორდს მოხსნის"

რუნი: "იმედი მაქვს, რეშფორდი უკანალიდან თავს გამოიძვრენს და ჩემს რეკორდს მოხსნის"
თარიღი 30 მარ 2022, 13:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, უეინ რუნის იმედი აქვს, რომ მარკუს რეშფორდი მის რეკორდს დაამხობს.

მოგეხსენებათ, ლეგენდარულ ფორვარდს "ეშმაკუნების" მაისურით მეტოქეთა კარი 253-ჯერ აქვს აღებული, რეშფორდის აქტივში კი ჯერ მხოლოდ 93 გოლია. 

"დაამყარო ასეთი რეკორდი და გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი - ეს უბრალოდ გრანდიოზულია. მაგრამ ვიმედოვნებ, შედეგს გააუმჯობესებენ".

"იმედი მაქვს, მარკუს რეშფორდი უკანალიდან თავს გამოიძვრენს და ამ რეკორდს მოხსნის", - ციტირებს რუნის სიტყვებს The Sun-ი.

მოგეხსენებათ, 24 წლის ინგლისელი მანიკუნიანელთა აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლის იანვრიდან ირიცხება.