ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა გაამხილა, დაასრულებს თუ არა სანაკრებო კარიერას მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამო

იბრაჰიმოვიჩმა გაამხილა, დაასრულებს თუ არა სანაკრებო კარიერას მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამო
თარიღი 30 მარ 2022, 15:59

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის გამო ეროვნული გუნდიდან არ წავა.

მოგეხსენებათ, შვედები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში პოლონეთთან (0:2) დამარცხდნენ.

"ამას შეუძლია ჩვენს ნაკრებს სარგებელი მოუტანოს. დე ფაქტო ახალი გუნდია. განვითარებას გააგრძელებს. მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შემიძლია".

"ახლა პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი არ ვარ, მაგრამ მოედანზე გასვლა მესიამოვნა. მინდორზე ჩემი გამოჩენა იმის მიხედვით იყო დაგეგმილი, თუ როგორ განვითარდებოდა სიტუაცია".

"თითოეული სათამაშო წუთი ჩემთვის ბონუსივითაა. რაც შეიძლება დიდხანს მსურს თამაში. პოლონეთთან მარცხის გამო ნაკრებიდან არ წავალ. თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ გუნდს ყოველთვის დავეხმარო".

"90 წუთი გვქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად. ზოგჯერ მომენტებს ვერ იყენებ და ქულებს კარგავ. ასეთია ფეხბურთი, მაქსიმუმი უნდა აჩვენო, მაგრამ მნიშვნელობა მაინც მხოლოდ შედეგს აქვს. ვწუხვარ, რომ გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გავუშვით, მაგრამ... წარსულში ყურებას აზრი არ აქვს. მომავალზე უნდა ვიფიქროთ".

"მაგრამ ზედმეტად შორს არ ვიყურები. ორი წელი - ეს საკმაოდ გრძელი პერსპექტივაა. ვნახოთ, რა მოხდება ჩემს საკლუბო და სანაკრებო კარიერაში", - ციტირებს "მილანის" 40 წლის თავდამსხმელის სიტყვებს TVP Sport-ი.