მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში თავდამსხმელის, ორი ნახევარმცველისა და გარემარბის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოთხი ახალწვეულის დამატება სურს.
როგორც The Athletic-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, იდეალურ სცენარში "ეშმაკუნები" ცენტრალურ თავდამსხმელს, ორ ნახევარმცველსა (შემტევი და დაცვითი სტილის) და მარჯვენა გარემარბს იყიდიან.
აღინიშნება, რომ მანიკუნიანელთა პრიორიტეტი ცენტრფორვარდის შეძენაა. გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუ" "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინისადმი იჩენს ინტერესს.
28 წლის ინგლისელის ხელში ჩაგდების ალბათობა წელს უფრო მაღალია, ვიდრე შარშან, რადგან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ამ ზაფხულს "დეზები" მის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას შეეცდებიან.
განურჩევლად იმისა, თუ ვინ გახდება "მანჩესტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი, კლუბის მთავარი სამიზნე მაინც კეინი იქნება.