ავტორიზაცია

VIDEO: "ბოდიშს ვიხდით", - მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, იტალიელებმა გასახდელი საშინელ დღეში დატოვეს

თარიღი 30 მარ 2022, 17:26

იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ გასახდელში ძალიან ბევრი ნაგავი დატოვეს.

სოცქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პალერმოს სტადიონის გასახდელში მიმოფანტულია ათობით ცარიელი ბოთლი, გამოყენებული ხელსახოცები და სიგარეტის ნამწვიც კი.

"სკუადრა აძურასა" და "იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ არეულობის გამო ბოდიში მოიხადა.

"დიდი შეცდომა იყო. მომდევნო ჯერზე ამას მეტს ყურადღებას მივაქცევთ. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. არ გვეგონა, რომ ასეთ დეტალებს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს. შემდეგ მატჩებში ამაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებთ. ბოდიშს ვიხდით", - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.