ავტორიზაცია

ალვეშმა მოქმედი ფეხბურთელებიდან თავისი საყვარელი 3 მარჯვენა მცველი დაასახელა

ალვეშმა მოქმედი ფეხბურთელებიდან თავისი საყვარელი 3 მარჯვენა მცველი დაასახელა
თარიღი 30 მარ 2022, 17:57

კატალონიის "ბარსელონას" უკანახაზელმა, დანი ალვეშმა თავისი საყვარელი მარჯვენა მცველები დაასახელა.

"ძალიან მომწონს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის თამაში. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ტოპ დონის უნარებს ფლობს", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს FourFourTwo.

"აგრეთვე, რის ჯეიმსი და აშრაფ ჰაკიმი მომწონს. ისინი აერთიანებენ ძალასა და ტექნიკას, ორივე შესანიშნავი მოთამაშეა".

"თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, თავისი თვისებები და სტილი აქვს, მაგრამ იციან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ თავიანთ დავალებებს", - დასძინა ალვეშმა.

შეგახსენებთ, 38 წლის სამხრეთამერიკელი "ბარსელონაში" გასულ ზამთარს დაბრუნდა და კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.