ავტორიზაცია

ალვეშის რეკომენდაციით - ფეხბურთელი, რომელიც დანიმ ბარსელონას ურჩია

ალვეშის რეკომენდაციით - ფეხბურთელი, რომელიც დანიმ ბარსელონას ურჩია
თარიღი 24 მარ 2022, 21:44

ბრაზილიური პორტალი UOL Esporte იტყობინება, რომ დანი ალვეშმა "ბარსელონას" "აიაქსის" თავდამსხმელის, ანტონის შეძენა შესთავაზა. ის მუშაობს კლუბის დარწმუნებაზე.

"ბარსას" ანტონი აქვს მხედველობაში, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შეძენა უფრო რთული იქნება, ვიდრე რაფინიასი. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ ისეთი კლუბები, როგორიცაა "ბაიერნი", "ლივერპული" და სხვა.

სავარაუდოდ, ბრაზილიელი ამ ზაფხულს დატოვებს "აიაქსს", ჰოლანდიური კლუბი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. ანტონიმ მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უკვე დაიბევეს "მილანის" საყრდენი ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს ტრანსფერი, რომელიც გუნდს უფასოდ შეუერთდება.