ავტორიზაცია

ბარსელონასა და არაუხოს შორის ყველაფერი პრაქტიკულად დასრულდა

ბარსელონასა და არაუხოს შორის ყველაფერი პრაქტიკულად დასრულდა
თარიღი 24 მარ 2022, 21:19

"ბარსელონასა" და რონალდ არაუხოს შორის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია. როგორც Esport3 "ბარსას" წყაროებზე დაყრდნობით წერს, ფეხბურთელის აგენტმა ფლავიო პერკმანმა კლუბს ახალი კონტრაქტის მოთხოვნა გაუგზავნა.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა გადაჭარბებულად მიიჩნია. "ბარსა" არ აპირებს საკუთარი პოზიციის შეცვლას. კლუბს არ ესმის, რატომ თვლის არუხო, რომ მან უნდა მიიღოს მეტი, ვიდრე გუნდის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებმაც ახლახან გააფორმეს ახალი კონტრაქტები.

ფეხბურთელის აგენტს სურს ურუგვაელის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის კლუბებიდან გამოიყენოს. პერკმანი თვლის, რომ ეს საშუალებას მისცემს მას უზრუნველყოს უკეთესი კონტრაქტი თავისი კლიენტისთვის.

არაუხოს აგენტს არ აქვს კარგი ურთიერთობა ბარსას ხელმძღვანელებთან და კატალონიურ კლუბს მიაჩნია, რომ მოლაპარაკება რთული იქნება. არაუხოს "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.