ავტორიზაცია

კლუბი, რომელიც დიბალასა და დემბელეს გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს

კლუბი, რომელიც დიბალასა და დემბელეს გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს
თარიღი 30 Mar 2022, 18:40

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა პაულო დიბალასა ("იუვენტუსი") და უსმან დემბელესადმი ("ბარსელონა") იჩენს ყურადღებას.

როგორც გავლენიანი გამოცემა L’Équipe წერს, პარიზული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, ფრანგი გარემარბით კი ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. დიდი ალბათობით, თავიანთ კლუბებს ისინი უფასოდ დატოვებენ.

მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად "იუვენტუსის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

რაც შეეხება დემბელეს, უსმანმა ამ სეზონში "ბარსას" ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და 9 ასისტიც მიითვალა.