ავტორიზაცია

დორტმუნდის გენდირექტორი: "თუ ჰოლანდი წავა, ახალ ტალანტს ვიპოვით და ვარსკვლავად ვაქცევთ"

დორტმუნდის გენდირექტორი: "თუ ჰოლანდი წავა, ახალ ტალანტს ვიპოვით და ვარსკვლავად ვაქცევთ"
თარიღი 30 Mar 2022, 19:03

"დორტმუნდის" გენდირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე კლუბიდან თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

"ფეხბურთელისგან ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ვიცით და არც რომელიმე კლუბი დაგვკავშირებია", - ციტირებს ბორუსიელთა ფუნქციონერის სიტყვებს Sport Bild-ი.

"ეს უკვე რამდენჯერმე გამოვიარეთ: 2014 წელს ლევანდოვსკი წავიდა "ბაიერნში", 2018 წელს კი ობამეიანგმა მიაშურა "არსენალს". თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ყოველთვის ვქმნით ახალ ვარსკვლავს".

"ახლა ევროპაში ყველა ბელინგემზე ლაპარაკობს, ის კი ჩვენთან თამაშობს! თუ ჰოლანდი წავა, ახალ ტალანტს ვიპოვით და მას ვარსკვლავად ვაქცევთ", - დასძინა ვატცკემ.

მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.