ავტორიზაცია

რაფინია ან დემბელე — რა გეგმები აქვს ბარსელონას და რომელ ფეხბურთელს ანიჭებს უპირატესობას ხავი?

რაფინია ან დემბელე — რა გეგმები აქვს ბარსელონას და რომელ ფეხბურთელს ანიჭებს უპირატესობას ხავი?
თარიღი 30 მარ 2022, 19:16

"ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის "ბარსელონაში" ტრანსფერი თავდამსხმელ უსმან დემბელეს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As-ი წერს, 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის კატალონიურ გრანდში ტრანსფერის შანსი მინიმალური იქნება, თუ 24 წლის ფრანგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირობებს დათანხმდება და კლუბში დარჩება.

თუ უსმანი სამუშაო ადგილს არ შეიცვლის, "ბარსა" "ვულვერჰემპტონიდან" იჯარით დამატებული ადამა ტრაორეს კიდევ ერთი წლით შენარჩუნებას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ რაფინიასთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, "ბლაუგრანამ" შესაძლოა ტრანსფერზე უარი თქვას. კლუბს მის სანაცვლოდ ბევრი ფულის გადახდა არ უნდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დემბელე დარჩება.

ასე და ამგვარად, უსმანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება რაფინიას "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს.

თავის მხრივ, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ხავის იმედი აქვს, რომ დემბელე და მისი აგენტი წინ გადადგამენ ნაბიჯს და "ბარსაში" დარჩენის სურვილს გამოთქვამენ. მიუხედავად ესპანელი სპეციალისტის მხრიდან არსებული ზეწოლისა, კლუბის ხელმძღვანელობა სკეპტიკურადაა განწყობილი.