ავტორიზაცია

ალაბას რეკომენდაციით — ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ავსტრიელი რეალს ურჩევს

ალაბას რეკომენდაციით — ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ავსტრიელი რეალს ურჩევს
თარიღი 30 მარ 2022, 19:39

"რეალის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა მადრიდულ გრანდში "ბაიერნის" მარჯვენა გარემარბის, სერჟ გნაბრის ტრანსფერის ლობირებას ცდილობს.

როგორც ცნობილი გამოცემა Sport Bild-ი წერს, ავსტრიელი "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას მიუნხენელთა 26 წლის შემტევის გადაბირებას ურჩევს.

თავის მხრივ, "რეკორდმაისტერი" მზად არის გნაბრი მომავალ ზაფხულს გაყიდოს, თუ მას ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდება. მიუხედავად ამისა, თავად გერმანელს წასვლა არ უნდა და ურჩევნია სხვა გუნდს 2023 წლის ზაფხულში უფასოდ მიაშუროს, "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ.

მიუნხენში გნაბრის თავისი როლი არ აკმაყოფილებს, აგრეთვე ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული ხელფასის ოდენობა. კერძოდ, სერჟი უკმაყოფილოა იმით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მთელ ფლანგს მას აბარებს, შეტევაშიც ამუშავებს და დაცვაშიც. ფეხბურთელს მეტი თავისუფლება და მოედნის ცენტრში უფრო ხშირად შეწევა სურს.

მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.