ავტორიზაცია

ESPN: მანჩესტერს კეინის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ეძვირება და ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს

ESPN: მანჩესტერს კეინის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ეძვირება და ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს
თარიღი 30 Mar 2022, 19:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრანსფერში ანტონი მარსიალის ჩართვა სურს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, "ეშმაკუნები" ახალ ფორვარდს ეძებენ და "დეზების" ლიდერი ერთ-ერთი ვარიანტია.

ლონდონურ კლუბს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტზე მეტის მიღება უნდა. საეჭვოა, "ემიუმ" ამხელა თანხის გადახდა შეძლოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ფასის დაკლებას ტრანსფერში მარსიალის ჩართვით მოახერხებს, რომელიც ამჟამად იჯარით "სევილიაში" ირიცხება.

წარსულში "ტოტენჰემს" ფრანგის გადაბირება უცდია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს იტალიურ ან ესპანურ კლუბში გადასვლა ურჩევნია.

მარსიალს "იუნაიტედთან" თანამშრომლობის ვადა 2024 წელს ეწურება. "სევილიაში" ჩატარებულ 8 მატჩში მან ერთი გოლი შეაგდო და ესპანურმა კლუბმა მანიკუნიანელებს უკვე აცნობა, რომ საეჭვოა, მისი კონტრაქტი შეისყიდოს.

მიმდინარე სეზონში კეინმა "ტოტენჰემის" ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.