"მისნაირ ახალგაზრდას ჯერ არ შევხვედრილვარ", - გრილიშმა ინგლისელი ვუნდერკინდი შეაქო
"მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა განაცხადა, რომ არასოდეს უნახავს ისეთი 18 წლის ახალგაზრდა, როგორიც "დორტმუნდის" შუახაზელი, ჯუდ ბელინგემია.
"მისნაირს ჯერ არ შევხვედრილვარ. მაშინებს ის, თუ რამდენად კარგია 18 წლის ასაკში. ძალიან მომწიფებულია და ისე გამოიყურება, თითქოს 26 წლისაა. მაღალი ტექნიკური უნარები აქვს".
"18 წლის ასაკში მის დონესთან ახლოსაც კი არ ვიყავი. "ნოთს ქაუნთიში" ვასპარეზობდი და გამხდარი, პატარა ბიჭი გახლდით".
"გვხვდებიან 18 და 19 წლის ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ცოტა თუა ასეთი მოწიფული. ძალიან მრავალმხრივია და ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. "ექვსიანის", "რვიანის", "ათიანის" პოზიციებზე ასპარეზობის ძალა შესწევს".
"კარგი იქნებოდა მასთან ერთად თამაში. მგონი, პირველად გავაკეთეთ ეს", - თქვა გრილიშმა კოტდ'ივუართან (3:0) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ.