ავტორიზაცია

რამსდეილი: "არსენალის კაპიტნობისთვის მზად ვარ, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული"

რამსდეილი: "არსენალის კაპიტნობისთვის მზად ვარ, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული"
თარიღი 31 მარ 2022, 20:15

"არსენალის" გოლკიპერმა, აარონ რამსდეილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, მზად არის თუ არა ლონდონური გუნდის კაპიტნობისთვის.

"მე კი ავიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ბევრი ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელი გვყავს, ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, კარგი კაპიტნები იქნებოდნენ".

"რომ მითხრან, "ლიდერის როლს ითამაშებო", სიამოვნებით გავაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭიროა. არასოდეს შეიძლება კაპიტნობაზე უარის თქმა და ვფიქრობ, კარგი კაპიტანი ვიქნებოდი, მაგრამ ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული", - ციტირებს რამსდეილის სიტყვებს FourFourTwo.

მოგეხსენებათ, 23 წლის ინგლისელი კარის დარაჯი "მეთოფეებს" გასულ ზაფხულს "შეფილდ იუნაიტედიდან" 28 მილიონ ევროდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში რამსდეილმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.