ავტორიზაცია

მანჩესტერი ნუნიესს უმიზნებს, ტრანსფერი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული

მანჩესტერი ნუნიესს უმიზნებს, ტრანსფერი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული
თარიღი 31 მარ 2022, 20:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას "ბენფიკას" თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ამჟამად ყველაზე სავარაუდო სცენარი 22 წლის ურუგვაელის ლა ლიგის კლუბში გადასვლაა. კერძოდ, მის მიმართ ინტერესს "ატლეტიკო" იჩენს.

ტრანსფერის წარმატებით დახურვის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსები იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხვდება თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. ახალგაზრდა ფორვარდით "არსენალიც" ინტერესდება, მაგრამ აღნიშნულ საკითხში "ემიუ" გაცილებით წინ არის. გარდა ამისა, ნუნიესისთვის "მანჩესტერ სიტიც" იბრძვის, თუმცა "ქალაქელთათვის" პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდია ("დორტმუნდი").

თავის მხრივ, "ბენფიკას" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ევროს მიღება უნდა. პორტუგალიურ კლუბს სეზონის დასრულებამდე სურს ყველა საკითხის დახურვა.

იანვარში ნუნიესის ხელში ჩაგდება "ნიუკასლსა" და "ვესტ ჰემს" უნდოდათ, "ბრაიტონმა" კი გასულ ზაფხულს სცადა მისი გადაბირება, მაგრამ უშედეგოდ.

მიმდინარე სეზონში ლისაბონელთა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.