"ფინანსურად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ", - ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია?
"დორტმუნდის" გენდირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შეძენის თაობაზე "მანჩესტერ სიტის" შანსები შეაფასა.
"პრესაში გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დღე-ღამეში 36 საათი დამჭირდებოდა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Bild-ი.
"ჯერჯერობით, ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მიგვიღია და არც არავინ დაგვკავშირებია".
"მაგრამ თუ "მანჩესტერ სიტი" ჰოლანდის წასაყვანად მოვა, ფინანსურად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ", - დასძინა ვატცკემ.
შეგახსენებთ, 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამჟამად მისი შესყიდვა 75 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.