ავტორიზაცია

MARCA: რეალი ასენსიოს გაყიდვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაწყვეტს

MARCA: რეალი ასენსიოს გაყიდვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაწყვეტს
თარიღი 31 მარ 2022, 21:12

"რეალი" და შემტევი ნახევარმცველი, მარკო ასენსიო თანამშრომლობის გაგრძელება/არგაგრძელების საკითხს აპრილში გადაწყვეტენ.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მხარეები განიხილავენ, ღირს თუ არა 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება. ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა.

"სამეფო კლუბში" გარიგების ფინანსურ მხარეს ძალიან ფრთხილად ეკიდებიან, რათა ზედმეტი არ გადაიხადონ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება და ასენსიო გაშვებას მოითხოვს, "რეალი" მზად იქნება იგი ზაფხულში გაყიდოს, რათა ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაკარგოს.

ხაზგასმულია, რომ 26 წლის ესპანელი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ მარკო პირველ რიგში მადრიდელთა წინადადების მოსმენას აპირებს.

მიმდინარე სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.