ავტორიზაცია

კლუბი, სადაც გადასვლაც კანტემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იუარა

კლუბი, სადაც გადასვლაც კანტემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იუარა
თარიღი 31 მარ 2022, 21:34

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ნგოლო კანტემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლა იუარა.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება "პსჟ"-მ სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა წარმომადგენლები კანტეს გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა თავად ტრანსფერით არ დაინტერესებულა, რადგან ლონდონურ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.

ხაზგასმულია, რომ ნგოლოს "პსჟ"-სთვის უარი პირველად არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქშია დაბადებული.

მიმდინარე სეზონში კანტემ "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.