ავტორიზაცია

ალ ხელაიფი სუპერლიგის შესახებ: "400 მილიონი ევრო შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი"

ალ ხელაიფი სუპერლიგის შესახებ: "400 მილიონი ევრო შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი"
თარიღი 31 მარ 2022, 22:30

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობის თაობაზე სარფიანი წინადადება იუარა.

"რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ დიდ მატჩებში ვითამაშოთ. ვიცი, რა სურს მაყურებელს", - ციტირებს პარიზელთა ხელმძღვანელის სიტყვებს BBC Sport-ი.

"მაგრამ ვერავის ვეტყვით: "პატარა კლუბი ხარ, თამაშგარეში რჩები". უნდა არსებობდეს ღია სისტემა მმართველი ორგანოთი, სადაც ყველას პატივს სცემენ".

"სუპერლიგისგან 400 მილიონ ევროიანი ჩეკის მიღება შემეძლო. მიმიწვიეს და როცა უარი განვაცხადე, თქვეს, რომ არავის მივუწვევივარ, სულ ეს იყო".

"მხოლოდ საკუთარ თავზე რომ მეფიქრა, სუპერლიგისგან მიღებულ ამ წინადადებას დავთანხმდებოდი. განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. მაგრამ რა ელით ეკოსისტემას, გულშემატკივრებსა და იმ ღირებულებებს, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ?", - დასძინა ალ ხელაიფიმ.