შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა — ბარსას ბოსები რუდიგერის უფასო ტრანსფერზე ამუშავდნენ

"ბარსელონას" "ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის ხელში ჩაგდება სურს, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.
ოთხშაბათს საღამოს, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელები, მატეუ ალემანი და ხორდი კრუიფი ბარსელონაში 29 წლის გერმანელის აგენტს, სარ სენეზის შეხვდნენ.
შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. როგორც გამოცემა Sky წერს, მხარეებმა "არისტოკრატთა" უკანახაზელის პოტენციური უფასო ტრანსფერი განიხილეს.
მოგეხსენებათ, რუდიგერი "ჩელსის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.