ავტორიზაცია

"ბევრად მეტი გვინდა!", - რონალდუ 2022 წლის მუნდიალზე მოხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

"ბევრად მეტი გვინდა!", - რონალდუ 2022 წლის მუნდიალზე მოხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
თარიღი 31 მარ 2022, 22:57

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე განცხადება გააკეთა.

"დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად ბევრი გზა არსებობს. ზოგჯერ ეს გზა შეიძლება ისეთი პირდაპირი არ იყოს, როგორიც გინდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იქ მოხვედრაა!".

"პორტუგალიასთან ერთად მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემთვის დიდი ტურნირის მე-12 ფინალურ ეტაპზე მივემგზავრები იმავე ენთუზიაზმით, როგორიც პირველად მქონდა, თუმცა ბევრად უფრო ძლიერი ამბიციებით. ყველა ჩვენგანის სურვილის დაკმაყოფილებისკენ ვისწრაფვი: გამარჯვება!".

"შეგვიძლია შესრულებული დავალების გამო გავიღიმოთ, კიდევ ერთი ეტაპი დავძლიეთ. მაგრამ მიღწეულზე გაჩერება არ გვსურს. მეტი გვინდა! ბევრად მეტი გვინდა! ჩვენთვის, პორტუგალიისთვის", - წერს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პორტუგალიამ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთი (3:1), ხოლო ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია (2:0) დაამარცხა.