ინფანტინომ დაადასტურა — ფიფა რუსეთისთვის წევრობის შეწყვეტას არ განიხილავს

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ფიფა ორგანიზაციიდან რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას არ აპირებს.
ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა.
"ფიფადან რუსეთის გარიცხვა ვარიანტი არ არის", - აცხადებს ფეხბურთის მმართველი ორგანოს მთავარი პირი.
"თუ ჩვენი კონგრესების დროს ხალხს არ გავაერთიანებთ, მაშინ უმჯობესია საქმიანობა შევწყვიტოთ და სახლებში დავბრუნდეთ".
"ფიფა რუსეთში პირველსავე დღეს დაბრუნდება, როგორც კი ინტერვენცია დასრულდება", - დასძინა ინფანტინომ.