"რუსეთი, ვენესუელა, კუბა, პარაგვაი", - კავაზაშვილმა ახალი სანაკრებო "სუპერტურნირის" იდეა ჩამოაყალიბა
ანზორ კავაზაშვილმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზა ახალი ტურნირის მოწყობის იდეა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის ნაკრები ფიფადან გაირიცხება:
"ფიფადან გარიცხვის შემთხვევაში, სხვა არაფერი დაგვრჩება, თუ არა პარტნიორებისა და მეგობრების ძიება ქვეყნებს შორის, რომლებთანაც შეგვიძლია კონტინენტური ტურნირის ან ლიგის ორგანიზება.
თუ, რა თქმა უნდა, ფიფას და უეფას მუქარის არ ეშინიათ. თქვენ იცით, რომ სერბები ყოველთვის ჩვენთან იყვნენ ყველა თვალსაზრისით. არის ასევე აზიის სხვადასხვა ქვეყნები.
ქვეყნები სამხრეთ თუ ცენტრალური ამერიკიდან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობაზე. მათთან ერთად შესაძლებელია ნაკრებების კომერციული ტურნირის ჩატარება.
20 დღის განმავლობაში, სადაც ითამაშებენ პარაგვაი, ვენესუელა, კუბა - ზოგადად ის ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან. მიეცით ამ ტურნირს ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის სახელი.
მაგალითად ფიდელ კასტროს ან ნიკოლას მადუროს. სურვილის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს", - განაცხადა სსრკ-ს ყოფილმა მეკარემ რუსეთის ფიფადან შესაძლო გარიცხვის შესახებ.