კავაზაშვილი: "რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერები ევროპაში არავის სჭირდება"
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერების შესახებ ისაუბრა: "ლეგიონერებს, რომლებიც უცხოეთში ასპარეზობენ, ევროპაში ვერ გამოიყენებენ.
ისინი ევროპულ კლუბებს სარგებელს ვერ მოუტანენ, იქ არავის სჭირდებიან. ჩვენ ძალიან სუსტი ლეგიონერები გვყავს. აქ ნაგავს აგდებენ და აგენტებს დიდ თანხას აძლევენ.
შეხედეთ, ვლაშიჩსა და კრალს, ვესტ ჰემში მათ უკანალით სკამებს ახეხინებენ", - განაცხადა წარსულში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით შეეძლებათ სხვა ქვეყნის კლუბებში გადასვლა. აღნიშნული ქვეყნის ლიგაში არაერთი ქართველი თამაშობს.