ავტორიზაცია

"ჯანდაბაში წასულხართ!" - კავაზაშვილი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებს მიმართავს

"ჯანდაბაში წასულხართ!" - კავაზაშვილი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებს მიმართავს
თარიღი 03 Mar 2022, 22:02

დინამო თბილისის და სსრკ-ს ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა იმ შესაძლო სანქციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ჩემპიონატს ლეგიონერები ყველანაირი წინაღობის გარეშე დატოვებენ.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც ნაკლები ლეგიონერი იქნება ჩვენს ჩემპიონატში, რუსული ფეხბურთი უფრო განვითარდება. რაც მეტი ადგილობრივი ითამაშებს, მით უფრო მალე მოემზადებიან რუსეთის ნაკრებში სათამაშოდ და პაწაწინა ხორვატიასთან ფეხები არ აგვიკანკალდება.

ჩვენს კლუბებს ასეთი კანონი უნდა ჰქონდეთ: მხოლოდ 3 უცხოელი ფეხბურთელი განაცხადში. რატომ უნდა ვასწავლოთ და გავაძლიეროთ სხვა ქვეყნის ფეხბურთელები? წასვლა უნდათ? ჯანდაბაშიც წასულან!" - განაცხადა ანზორ კავაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის და საომარი მოქმედებების გამო, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველანაირი ტურნირებიდან მოხსნეს. ამას გარდა Fifprom მიმართა ფიფას, რუსეთის ჩემპიონატიდან ლეგიონერები ყველანაირი წინაღობის გარეშე წამოვიდნენ.