ავტორიზაცია

"კვარაცხელიას კარგ მოსკოვურ გუნდში შეეძლო გადასვლა", - კავაზაშვილი

"კვარაცხელიას კარგ მოსკოვურ გუნდში შეეძლო გადასვლა", - კავაზაშვილი
თარიღი 23 Mar 2022, 14:12

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: "ამ მომენტში არა მხოლოდ კვარაცხელიას, არამედ მის ოჯახსა და ნათესავებსაც ემუქრებიან.

თუ ხვიჩა საქართველოში არ დარჩება და რუბინში დაბრუნდება, შესაძლოა, მათ რაღაც დაემართოთ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს და ეს რუბინისთვის, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში არის, ძლიერი დარტყმა იქნება.

ქართველი გარემარბი კარგი ბიჭია და სამწუხაროა, ასეთ ასაკში უკანმოუხედავად გაქცევას რომ აიძულებენ, იქ, სადაც მას წასვლაც კი არ უნდა. რუსეთში ყაზანელთა ვინგერი თავის ოსტატობას ანვითარებს.

თავისი ამჟამინდელი გუნდის შემდეგ, კარი როგორც კარგ მოსკოვურ კლუბში, ისე ევროპაში ჰქონდა ღია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ხდება", - განაცხადა ქართველმა ვეტერანმა.

შეგახსენებთ, რომ 22-წლის ფლანგელის სახელს უკავშირებენ "ნაპოლის", უკანასკნელ პერიოდში კი გაჩნდა ცნობები, თითქოს საქმეში ბათუმის "დინამოც" არის ჩართული.