ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "უკრაინაში ხალხი იღუპება, ჩვენ კი სუპერლიგის გამო ერთმანეთს ვებრძვით?"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "უკრაინაში ხალხი იღუპება, ჩვენ კი სუპერლიგის გამო ერთმანეთს ვებრძვით?"
თარიღი 31 მარ 2022, 23:28

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ევროპის სუპერლიგის პროექტი გააკრიტიკა.

"სუპერლიგის შემთხვევაში საქმე იმ სამ კლუბს ეხება, რომლებმაც იციან, რომ შანსი არ აქვთ. უკრაინაში ხალხი იღუპება, დასაძინებელი არსად აქვთ, ჩვენ კი ერთმანეთს სუპერლიგის გამო ვებრძვით?".

"ამ კლუბების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სტაბილურობა არ გააჩნიათ, გრძელვადიანი ფინანსური გეგმა არ აქვთ. სუპერლიგის იურიდიულ გარიგებაზე საუბარს აგრძელებენ, მაგრამ ავიწყდებათ, ფეხბურთი საჯარო შეთანხმებაა და არა იურიდიული, ასე რომ ისინი უბრალოდ ქაღალდებს აქნევენ".

"ფლორენტინო პერესი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მელაპარაკა და მითხრა: "უნდა მივიდეთ იქამდე, რომ დიალოგის გამართვა შევძლოთ".

"მკაცრად ვესაუბრე. ვუთხარი, სიამოვნებით გავმართავ დიალოგს, მაგრამ თუ ჩემს ზურგს უკან რაღაცის კეთებას დაიწყებს, მაშინ ეს დიალოგი ჩემთვის საინტერესო აღარ იქნება", - ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს BBC-ი.