ავტორიზაცია

რონალდინიო: "რჩევას არავის მივცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩება"

რონალდინიო: "რჩევას არავის მივცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩება"
თარიღი 01 აპრ 2022, 00:09

ბრაზილიის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილი თავდამსხმელის, რონალდინიოს აზრით, პარიზელთა ლიდერი, კილიან მბაპე კლუბში დარჩება.

"დიახ, ვფიქრობ, რომ დარჩება. მაგრამ შესაძლოა, ფეხბურთში ბევრი რამ მოხდეს ძალიან სწრაფად. ამ სამეულს (ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად) რაღაც საოცრების გაკეთება შეუძლია".

"არავის მივცემ რჩევას. უბრალოდ მინდა ყველა ჩემი მეგობარი ბედნიერი ვნახო, სადაც არ უნდა იყვნენ. თუ სამივე დარჩება, ყველასათვის ფანტასტიკა იქნება, ვისაც ფეხბურთი უყვარს".

"მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი ერთად - ეს ის არის, რისი ხილვაც ფეხბურთის ყველა მოყვარულს სურს", - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს AS-ი.

შეგახსენებთ, თავად ლეგენდარული სამხრეთამერიკელი "პსჟ"-ს ღირსებას 2001 წლიდან 2003 წლამდე იცავდა.