ავტორიზაცია

ახალი დეტალები — რუდიგერმა ბარსას წარმომადგენლებს შეხვედრა რეალის 4:0 განადგურების შემდეგ სთხოვა

ახალი დეტალები — რუდიგერმა ბარსას წარმომადგენლებს შეხვედრა რეალის 4:0 განადგურების შემდეგ სთხოვა
თარიღი 01 Apr 2022, 11:51

"ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი "ბარსელონაში" გადასვლითაა დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იუწყება, მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანამ" "კლასიკოში" "რეალი" (4:0) გაანადგურა, გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიელთა წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ოთხშაბათს საღამოს გაიმართა, 3 საათს გასტანა და 29 წლის უკანახაზელს "ლურჯ-ბროწეულისფრების" წინადადება მოეწონა.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ სხვა კლუბებთან შედარებით, "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული პირობები ნაკლებად სარფიანია.

რუდიგერი "ჩელსის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.