პიანიჩი: "კუმანთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი, ჩემდამი უპატივცემულობა გამოიჩინა"
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი მას უპატივცემულოდ მოექცა.
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი იჯარით "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავს.
"მასთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი. კუმანმა ჩემდამი უპატივცემულობა გამოიჩინა", - ციტირებს პიანიჩის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
"ლაპორტამ ხავის დანიშვნით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, "ბარსელონა" ახლა სულ სხვანაირად გამოიყურება", - დასძინა მირალემმა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჰოლანდიელი სპეციალისტი გასული წლის ოქტომბერში დაითხოვა.