ავტორიზაცია

"იუვენტუსს მხოლოდ ჩემს საოცნებო გუნდზე გავცვლიდი და ასეც მოხდა", - პიანიჩი

"იუვენტუსს მხოლოდ ჩემს საოცნებო გუნდზე გავცვლიდი და ასეც მოხდა", - პიანიჩი
თარიღი 04 Jan 2022, 14:27

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, რომელიც არის "ბარსელონას" საკუთრება, თუმცა განათხოვრების წესით თამაშობს "ბეშიქთაშში", საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვის ვურჩევდი ტურინულ კლუბს? მირალემ პიანიჩს. ხუმრობების გარდა, აქ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ იუვენტუსში თამაში ადვილი არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მე მაინც ძალიან მიყვარს კლუბი, გულშემატკივრები, მწვრთნელი, თანაგუნდელები, პრეზიდენტი, მენეჯერები. მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან შევძლებ ჩემს შვილთან ერთად სტადიონზე მისვლას თამაშის საყურებლად.

გამიჭირდა იუვენტუსიდან წასვლა, მაგრამ ეს გავაკეთე ისეთი წარმოუდგენელი კლუბის გულისთვის, როგორიც ბარსელონაა, რომელსაც ორი წლით ადრე უნდოდა ჩემი ყიდვა.

მსურს თუ არა მომავალში იუვენტუსში დაბრუნება? თუ ეს მოხდება, შესანიშნავია. ნებისმიერ შემთხვევაში, იუვენტუსს ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა პიანიჩმა.