ავტორიზაცია

უმტიტის ულტიმატუმი ბარსელონას და კლუბის პოზიცია ფეხბურთელის გამოხტომასთან დაკავშირებით

უმტიტის ულტიმატუმი ბარსელონას და კლუბის პოზიცია ფეხბურთელის გამოხტომასთან დაკავშირებით
თარიღი 04 იან 2022, 13:58

"ბარსელონას" ჯერ კიდევ არ უპოვია ახალი გუნდი თავისი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტისთვის, რომლის იმედი ხავი ერნანდესს ამ მომენტისთვის არ აქვს.

კატალონიური კლუბი უკვე კარგავს მოთმინებას ფრანგის ტრანსფერის საკითხთან დაკავშირებით, რადგან ფეხბურთელი, როგორც ჩანს, "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს.

ეს სერიოზული პრობლემაა "ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის", რადგან უმტიტის "ბარსაში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. ზაფხულში, სამუელმა უარყო ხუთი შემოთავაზება სხვადასხვა კლუბისგან.

მან მოითხოვა შეხვედრა "ბარსას" პრეზიდენტ ხოან ლაპორტთან, რათა ეთხოვა ბოლო შანსი კატალონიაში. კლუბი წავიდა დათმობაზე და მისცა მას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება.

ახლა "ბარსამ" იცის, რომ უმტიტი უბრალოდ ელოდება შემოთავაზებას ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან. კატალონიურ კლუბს ესმის, რომ ფრანგი მსგავს შეთავაზებას არ მიიღებს. 28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე 1 მატჩი ჩაატარა.

ბარსელონამ და მანჩესტერმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ