ბარსელონამ და მანჩესტერმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
"ბარსელონა" გარემარბ ოსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ARA იტყობინება, კატალონიელებისთვის კატეგორიულად მნიშვნელოვანია ამ საკითხის რაც შეიძლება მალე გადაჭრა.
ახალი შეთანხმების დადება შეამცირებს დატვირთვას სახელფასო ჭერზე მიმდინარე სეზონში და შესაბამისად ახალწვეულების დარეგისტრირებაც ოპერატიულად მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება უახლოეს მომავალში მაინც ვერ მოხერხდება, "ბლაუგრანა" ფრანგი გარემარბის სხვა კლუბში გაშვების შესაძლებლობასაც მიუბრუნდება.
ერთ-ერთი ვარიანტია "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ზაფხულში დემბელეს უფასოდ შეძენით არის დაინტერესებული. "ბარსელონას" შეუძლია ბრიტანელებს ახლავე შესთავაზოს გარემარბის აყვანა.
ამავდროულად კლუბი ელოდება თავდამსხმელის, ანტონი მარსიალის იჯარით მიღებას ხელსაყრელი პირობებით. ასეთი ვარიანტის გამოჩენასთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" მოლაპარაკებები მარსიალის "სევილიაში" გადასვლაზე სეზონის ბოლომდე შეჩერებულია.
მიმდინარე სეზონში 24 წლის დემბელემ ლა ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 26 წლის მარსიალის ანგარიშზე 7 თამაში პრემიერ ლიგაში და 1 გოლი.